geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიის შესახებ

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის

დეკანის ბრძანება

 

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  29-ემუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21-ე მუხლის მე-6 პუნქტის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 25 თებერვლის N12 დადგენილების დანართ N2– ის საფუძველზე

 

ვბრძანებ:

 

1.გამოცხადდეს კონკურსი ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე (გარდა პოლიტიკის მეცნიერებისა) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტთათვის;

 

2.გამოცხადდეს კონკურსი დიმიტრი(არზაყან) ემუხვარის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე პოლიტიკის მეცნიერების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტთათვის;

 

3.  კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • პროფესორის 1 რეკომენდაცია;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • სტუდენტის სასწავლო ბარათი;
  • სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნების და სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  • სიგელები;
  • სერტიფიკატები არსებობის შემთხვევაში;
  • ინფორმაცია საზოგადოებრივი აქტივობის შესახებ;

 

4. საკონკურსო დოკუმენტაცია მიიღება  2024 წლის 5ივლისიდან 2024 წლის 20 ივლისამდე თსუ–ს მეექვსე კორპუსის 207–ე ოთახში.

 

5. შეიქმნას საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

  • მანანა შამილიშვილი - დეკანის მოადგილე, პროფესორი;
  • კონსტანტინე შუბითიძე - საერთაშორისო ურთიერთობის მიმართულების ასოცირებული პროფესორი;
  • სანდრო ტაბატაძე-ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების ასისტენტ პროფესორი;
  • ელენე გელაშვილი - ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი;
  • ნათელა მონიავა - ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე.

 

6. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის სამსახურმა უზრუნველყოს ბრძანების განთავსება და დაინტრესებლ პირთათვის გაცნობა.

 

7. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.